წესები

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომლის ასაკი არ აღემატება 16 წელს. კონკურსანტის ვიდეოს „ნიჭიერი ბავშვების“ ვებგვერდზე განათავსებს მისი მეურვე ან მშობელი. გამარჯვების შემთხვევაში პრიზი (საბავშვო ანაბარი) იხსნება კონკურსანტის სახელზე.

პროექტში მონაწილეობისთვის გადაუღეთ თქვენს შვილს, დას, ძმას მისი ნიჭის ან განსაკუთრებული შესაძლებლობის ამსახველი ნომერი და ვიდეო ატვირთეთ "ნიჭიერი ბავშვების" ვებ გვერდზე – anabari.ge.

კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთი ვიდეოთი შეგიძლიათ, რომლის ხანგრძლივობა 3 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.

ვებგვერდზე გალერეის ნახვას და სასურველი კონკურსანტისთვის ხმის მიცემას შეძლებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც შეურთდება "საქართველოს ბანკის" facebook–ის გვერდს, უკვე არსებული წევრები კი გალერეის დათვალიერებას და ხმის მიცემას ავტომატურად შეძლებენ.

შესარჩევი ტურები:

კონკურსი "ნიჭიერი ბავშვები" შედგება 10 თითო კვირიანი შესარჩევი ტურისა და სუპერფინალისგან. ყოველი შესარჩევი ტურიდან სუპერფინალში გადადის ორი საუკეთესო ვიდეოს ავტორი – ერთი შეირჩევა მომხმარებლის მიერ ხმის მიცემის საფუძველზე, ხოლო მეორე ფინალისტს „საქართველოს ბანკი“ შეარჩევს.

კვირის განმავლობაში ატვირთული ვიდეოების გამოჩენა გალერეაში ერთიანად, ყოველი კვირის ოთხშაბათს, დღის 12 საათზე მოხდება. ხმის მიცემაც ამ დროს დაიწყება და მომდევნო კვირის სამშაბათ საღამოს 22:00 საათამდე გაგრძელდება.

გაითვალისწინეთ, რომ სამშაბათს ღამის 12 საათამდე შემოსული ვიდეოები გამოქვეყნდება მეორე დღეს, ოთხშაბათის გალერეაში, ხოლო ღამის 12 საათის შემდეგ შემოსული ვიდეოები, მომდევნო კვირის ოთხშაბათის გალერეაში.

ვიდეოები მიიღება ნებისმიერ დროს, 2012 წლის 22 მაისის ღამის 12 საათამდე.

სუპერფინალი:

შესარჩევი ტურების დასრულების შემდეგ, სუპერფინალში გადასულ 20–ვე კონკურსანტს განსაკუთრებული გამოცდა ელის – მათ ვიდეოს „ნიჭიერის“ ჟიური შეაფასებს და განიხილავს. გეგა ფალავანდიშვილი, სოფო ნიჟარაძე და ვანო ჯავახიშვილი ერთად გადაწყვეტენ, 20 კონკურსანტიდან ვინ გახდება პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი, რომლის ამსახველ ვიდეოსაც მომხმარებლები თავად იხილავენ.

ის მონაწილე, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს სუპერფინალური კვირის მანძილზე, საქართველოს ბანკისგან საჩუქრად iPad 2-ს მიიღებს.

პრიზები: პრიზები